ეროვნულმა ლიგამ პირველ ტურში ზურაბ მუსელიანის გოლი გამოარჩია [ვიდეო] # 1TVSPORT

ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ახალი სეზონის პირველ ტურში გატანილი ყველაზე ეფექტური გოლის ვიდეო გამოაქვეყნა.

ეს გოლი „გაგრისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ შეხვედრის მე-60 წუთზე გავიდა. „გაგრის“ კომბინაცია ზურაბ მუსელიანმა ეფექტური „მაკრატელა“ დარტყმით და გოლით დაასრულა, ანგარიში კი გაათანაბრა.

მართალია, „გაგრა“ საბოლოოდ 3:4 დამარცხდა, მაგრამ ეს გოლის მნიშვნელობასა და სილამაზეს ვერ დააკნინებს – მუსელიანის გოლი პირველ ტურში ნამდვილად გამორჩეული იყო.