აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოვლინდა

10:21, 07.09.2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ოთხი სამრთალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, სამი – სამცხე-ჯავახეთის, ერთი – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამი – ქვემო ქართლის, ოთხი – გურიის, ორი – კახეთის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის და სამი – შიდა ქართლის რეგიონებში.

ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ოთხი ფაქტი სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

მსგავსი