ეროვნული საფეხბურთო ლიგის სიახლეები | „სამგურალმა“ და „თელავმა“ თურქეთში მზადება დაასრულეს #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე ყაზახური „ულიტაუ“ ორ ქართულ გუნდს დაუპირისპირდა – ერთ შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელს დაუზავდა, ხოლო მეორე მატჩში ყაზახურმა გუნდმა გაიმარჯვა.
წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო შეხვედრაში ყაზახურ გუნდთან 2:2 ითამაშა. გოლები კლაუდიო ჟუნიორმა და ოთარ აფციაურმა გაიტანეს.
თურქეთში შეკრებაზე ბოლო ტესტმატჩი ჩაატარა „თელავმაც“ – გუნდი ლარას სტადიონზე გამართულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. ყაზახური გუნდის შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძე ირიცხება, რომელმაც წყალტუბოელების წინააღმდეგ ითამაშა.
ამით ქართულმა გუნდებმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაასრულეს.