ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი ოფი | „მეშახტე“ და „სპაერი“ ეროვნულ ლიგაში ითამაშებენ #1TVSPORT
ეროვნული ლიგაში პლეი ოფის საპასუხო მატჩები გაიმართა და საქართველოს ჩემპიონატის 2026 წლის სეზონის ყველა მონაწილე გაირკვა.
„თელავი“ – „მეშახტე“ 1:1 (პენალტების სერიით 2:4, პირველი მატჩი 1:1)
შეხვედრაში, რომელსაც „დავით პეტრიაშვილი – არენამ“ უმასპინძლა, ანგარიში 31-ე წუთზე პენალტით „თელავის“ ლეგიონერმა, ინიგო მარტინმა გახსნა, „მეშახტემ“ წონასწორობა 74-ე წუთზე ემანუელ ფობის დარტყმით აღადგინა. ძირითადი და დამტებითი დრო ფრედ დასრულდა, პენალტების სერია კი უკეთ ტყიბულელებმა შეასრულეს და ისტორიაში პირველად ეროვნულ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„სპაერი“ – „გარეჯი“ 1:2 (პირველი მატჩი 2:0)
ანგარიში „სპაერმა“ 28-ე წუთზე ზაქარია ბასილაშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნა და ორი მატჩის ჯამში სამი ბურთით დაწინაურდა. „გარეჯმა“ გაიბრძოლა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ლევან პაპავამ 53-ე და 63-ე წუთებზე დანიშნული პენალტებით საგარეჯოელები წინ გაიყვანა, მაგრამ სტუმრებმა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს და „სპაერი“, „მეშახტის“ მსგავსად, ეროვნულ ლიგაში ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ამრიგად, 2026 წლის ეროვნულ ლიგაში ითამშებენ:
„იბერია 1999“ (თბილისი)
„დილა“ (გორი)
„ტორპედო“ (ქუთაისი
„დინამო თბილისი“
„გაგრა“
„დინამო“ (ბათუმი)
„სამგურალი“ (წყალტუბო)
„რუსთავი“
„მეშახტე“ (ტყიბული)
„სპაერი“ (თბილისი)