ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ტური ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დაიწყო, ჩემპიონი 6 დეკემბერს გამოვლინდება #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ტური ბათუმის „დინამოს“ გამარჯვებით დაიწყო, ჩემპიონი 6 დეკემბერს გამოვლინდება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ბოლო, 36-ე ტური ბათუმში გამართული მატჩით დაიწყო – ადგილობრივმა „დინამომ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

ამ მატჩით გუნდებმა სეზონი დაასრულეს. ბათუმის „დინამო“ 43 ქულით მე-6 ადგილზეა და მისი გადასწრების შანსი წყალტუბოს „სამგურალს“ (42) აქვს. ფოთის „კოლხეთი“ კი 22 ქულით ბოლო ადგილზეა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.

ტურის დარჩენილი ოთხი შეხვედრა 6 დეკემბერს გაიმართება. სწორედ ამ მატჩებით გაირკვევა, ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი და როგორ გადანაწილდება პლეი აუტის წყვილები.

ამჟამად გორის „დილასა“ და თბილისის „იბერიას“ თანაბარი, 77-77 ქულა აქვთ. ბოლო ტურში ორივე გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ურთერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო, საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ გახდება.

ეროვნული ლიგა | 36-ე ტურის მატჩები:

„ტორპედო – გარეჯი
„თელავი“ – „სამგურალი“
„დილა“ – „დინამო თბილისი“
„იბერია“ – „გაგრა“