ეროვნული საფეხბურთო ლიგა | თბილისისა და ბათუმის „დინამოების“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 28-ე ტური დასრულდა.
თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ბათუმის „დინამო“ მიიღო. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე თბილისელთა ფეხბურთელმა, ირაკლი სირაძემ გახსნა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-9 წუთზე კი ნიკა კალანდარიშვილმა პენალტით წონასწორობა აღადგინა.
სატურნირნო ცხრილში თბილისის „დინამო“ 46 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 37 ქულით მეხუთეა.
ფოთის „კოლხეთმა“ საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალთან“ 2:3 წააგო. ვინისიუსის ავტოგოლით „კოლხეთი“ მე-3 წუთზე დაიწინაურდა. მე-18 წუთზე ჩიხლაძემ წონასწორობა აღადგინა. მასპინძლები წინ 36-ე წუთზე კიდევ ერთხელ ხარებავამ გაიყვანა, ხოლო მეორე ტაიმში „კოლხეთის“ კარში გოლები ჯანჯღავამ (48′) და ფანცულაიამ (50′) გაიტანეს.
„სამგურალი“ ცხრილში მე-7 ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს.
ეროვნული ლიგა | 28-ე ტურის შედეგები:
„თელავი“ 0:2 „იბერია“
„გარეჯი“ 3:2 „დილა“
„გაგრა“ 0:2 „ტორპედო“
„კოლხეთი“ 2:3 „სამგურალი“
თბილისის „დინამო“ 1:1 ბათუმის „დინამო“