ეროვნული საფეხბურთო ლიგა | თბილისის „იბერიამ“ ბათუმის „დინამოს“ სძლია და პირველი ადგილი დაიბრუნა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 31-ე ტური ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „იბერიის“ მატჩით დასრულდა. დედაქალაქელებმა 2:0 გაიმარჯვეს და ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „დინამოს“ კარში გოლები გიორგი ჯინჯოლავამ (49′) და ამირან ძაგანიამ (69′) გაიტანეს.
31 ტურის შემდეგ „იბერიას“ 65 ქულა აქვს და ასევე 65 ქულის მფლობელ გორის „დილას“ დამატებითი მაჩვენებლით უსწრებს.
საქართველოს ეროვნული ლიგის დასრულებამდე ხუთი ტური რჩება და სხვა გუნდს ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, აღარ აქვს. მესამე ადგილზე „დინამო თბილისია“ 52 ქულით.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონი ის გუნდი გახდება, რომელსაც სეზონში მეტოქესთან ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში უკეთესი შედეგი აქვს. ამ მხრივ უპირატესობა თბილისის „იბერიისკენ“ არის.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდების დარჩენილი მატჩები:
„თელავი“ – „დილა“
„ბათუმი“ – „დილა“
„დილა“ – „სამგურალი“
„კოლხეთი“ – „დილა“
„დილა“ – თბილისის „დინამო“
„იბერია“ – „სამგურალი“
„კოლხეთი“ – „იბერია“
„იბერია“ – თბილისის „დინამო“
„გარეჯი“ – „იბერია“
„იბერია“ – „გაგრა“