ეროვნული საფეხბურთო ლიგა | თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტური დაიწყო.

ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის „დინამომ“ გასვლით შეხვედრაში საგარეჯოს „გარეჯი“ 1:0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, ლუკა ლაცაბიძემ გაიტანა.

ეს გამარჯვება „დინამოსთვის“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მესამე იყო, თბილისური გუნდი 55 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან გორის „დილას“ ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე 10 ქულით ჩამორჩება. საგარეჯოს „გარეჯი“ კი 33 ქულით მერვე ადგილზეა.

ჩემპიონატის ბოლო საფეხბურთზე მყოფმა ფოთის „კოლხეთმა“ „გაგრას“ სტუმრად 3:1 სძლია. „გაგრის“ მხრიდან მატჩში თავი ვანდერსონმა გამოიჩინა, ხოლო „კოლხეთის“ მხრიდან დუბლი შეასრულა სანდრო ავალიანმა, ერთი გოლიც ნიკოლას კაპანაძემ მიითვალა.

ამ გამარჯვებით ფოთის გუნდმა მეცხრეადგილოსან „თელავთან“ სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, ხოლო „გაგრა“ 37 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.