ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „სპაერი“ „იბერიასთან“ დამარცხდა, „მეშახტე“ „რუსთავს“ დაუზავდა #1TVSPORT

21:01, 22.04.2026

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-8 ტური ტყიბულის „მეშახტისა“ და „რუსთავის“ მატჩით გაგრძელდა. წყალტუბოს „26 მაისი არენაზე“ გამართული დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა – 0:0.

„მიხეილ მესხი 2“-ზე „სპაერი“ თბილისის „იბერიასთან“ საშინაო შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. ლიგის დებიუტანტისა და მოქმედი ჩემპიონის დაპირისპირებაში სტუმრებმა კომფორტული უპირატესობა სწრაფად მოიპოვეს.

მე-9 წუთზე „იბერიამ“ კუთხური ეფექტურად გაითამაშა და გიორგი კუციამ ანგარიში გახსნა – 1:0. მე-17 წუთზე კი საჯარიმოს სიახლოვიდან თავი ამირან ძაგანიამ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

8 ტურის შემდეგ „იბერიამ“ 17 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია. „რუსთავი“ (12) მეორე ადგილზეა, „სპაერი“ (11) – მეოთხეზე, ხოლო „მეშახტე“ (9) – მეექვსე პოზიციაზე.

მსგავსი