ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „რუსთავმა“ ბათუმის „დინამო“ დაამარცხა – „მეშახტისა“ და „სპაერის“ მატჩი ფრედ დასრულდა #1TVSPORT

17:23, 07.04.2026

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მე-6 ტურში „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „რუსთავმა“ ბათუმის „დინამო“ 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 61-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ გახსნა, სამ წუთში მასპინძელთა უპირატესობა ჟან სოუზა დე ალმეიდამ გაზარდა – ორივე გოლი კუთხურის გათამაშებას მოჰყვა. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ავთანდილ გუჯაბიძემ დააფიქსირა.

კიდევ ერთი მატჩი წყალტუბოში გაიმართა, სადაც ტყიბულის „მეშახტემ“ „სპაერს“ უმასპინძლა – შეხვედრა 0:0 დასრულდა.

დღეს ეროვნულ ლიგაში კიდევ სამი მატჩია:

თბილისი, „მიხეილ მესხი“

19:00 | „იბერია“ – „სამგურალი

ქუთაისი, „რამაზ შენგელია არენა“

21:00 | „ტორპედო“ – „დინამო“ (თბ)

გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“

21:00 | „დილა – „გაგრა“

მსგავსი