ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „იბერიამ“ „სამგურალი“ დაამარცხა და ლიდერს გაუთანაბრდა #1TVSPORT

22:01, 07.04.2026

თბილისის „იბერიამ“ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო – მოქმედმა ჩემპიონმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში თბილისელები გურამ გოშთელიანმა დააწინაურა, ხოლო ლუკას კაფეს (37) მიერ გატანილი გოლით მასპინძლებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

სამგურალმა“ მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენა სცადა და ლაშა კვარაცხელიას ზუსტი დარტყმით მე-80 წუთზე სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ „იბერიამ“ თავი კარგად დაიცვა და მოახერხა სამი ქულის მოპოვება.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ამ მოგებით 10 ქულა დააგროვა და „სპაერთან“ (10) ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს.

მსგავსი