ეროვნული საფეხბურთო ლიგა | გათამაშებას სათავეში კვლავ „იბერია“ ჩაუდგა #1TVSPORT
სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგა 28-ე ტურის მატჩებით განახლდა.
17 ოქტომბერს სამი მატჩი გაიმართა, ხოლო დარჩენილი ორი შეხვედრა 18 ოქტომბერს ჩატარდება.
27 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერი გორის „დილა“ სტუმრად საგარეჯოს „გარეჯთან“ 2:3 დამარცხდა. გორელები პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს. პირველ ტაიმში „დილა“ თოლორდავას ავტოგოლით (10′) დაწინაურდა, ხოლო მეორე გოლი შეყილაძის (35′) ანგარიშზეა. საგარეჯოელთა მხირიდან თავი კაჭარავამ (71′), ძებინაურმა (79′) და სხირტლაძემ (89′) გამოიჩინეს.
თბილისის „იბერიამ“ გასვლით შეხვედრაში „თელავი“ 2:0 აგიაკვასა (20′) და გოშთელიანის (74′) გოლებით დაამარცხა, 59 ქულა დააგროვა, დამატებითი მაჩვენებლით გორის „დილას“ გაასწრო და კვლავ გათამაშების ლიდერი გახდა.
თავისი მატჩი მოიგო ქუთაისის „ტორპედომ“. იმერულმა გუნდმა სტუმრად „გაგრას“ 2:0 სძლია. გოლები იონსენმა (54′) და ანდრიჩმა (81′) გაიტანეს. „ტორპედო“ 28 ტურის შემდეგ 46 ქულით ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილზეა.
ეროვნული ლიგა | 28-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი:
ფოთის „კოლხეთი“ – წყალტუბოს „სამგურალი“ | 18 ოქტომბერი
თბილისის „დინამო“ – ბათუმის „დინამო“ | 18 ოქტომბერი