ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „გაგრამ“ „რუსთავთან“ თამაში შემოატრიალა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-4 ტურში „გაგრა“ „რუსთავს“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართული შეხვედრა „რუსთავმა“ უკეთ დაიწყო და მე-8 წუთზე დაწინაურდა. ნომინალური სტუმრების კარი ჟან სოუზა დე ალმეიდამ აიღო.
შესვენების შემდეგ „გაგრამ“ თამაშის შემოტრიალება შეძლო. წონასწორობა ეფექტური გოლით ანდრი ანდრეიჩუკმა 58-ე წუთზე აღადგინა, ხოლო „გაგრას“ გამარჯვება დავით მუჯირმა 84-ე წუთზე მოუტანა.
„გაგრამ“ სეზონში პირველი მოგებით 4 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „რუსთავსაც“, რომელიც დამატებითი მაჩვენებლებით მე-5 პოზიციაზეა.