ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილა“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - გორელებმა „მეშახტე“ დაამარცხეს #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილა“ მთავარმა მწვრთნელმა დატოვა - გორელებმა „მეშახტე“ დაამარცხეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-12 ტური წყალტუბოში გამართული მატჩით დაიწყო – ტყიბულის „მეშახტემ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის გმირი გორელების თავდამსხმელი შოთა შეყილაძე გახდა – 26 წლის ფეხბურთელმა მე-17 წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, 38-ე წუთზე კი შესანიშნავი დარტყმით დუბლი შეასრულა.

ამ მატჩამდე „დილას“ იტალიელმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ თანამდებობა დატოვა და გორელებმა თამაში დროებითი მწვრთნელის, რამაზ სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარეს. ლონგოს შემცვლელის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.