ეროვნული ლიგის სიახლეები | თბილისის „დინამო“ თურქულ შეკრებამდე „სამგურალს“ დაუზავდა - „დილამ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის სიახლეები | თბილისის „დინამო“ თურქულ შეკრებამდე „სამგურალს“ დაუზავდა - „დილამ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

„დინამო არენაზე“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში „დინამო თბილისი“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში 36-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ნიკა ხორხელმა გახსნა. მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა ირაკლი სირაძემ აღადგინა.

აღნიშნული მატჩით „დინამომ“ საქართველოში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. თბილისური გუნდი 4 თებერვალს ანტალიაში გაემგზავრება, სადაც ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოს გუნდი ვარჯიშს 5 თებერვალს განაახლებს, ხოლო 7 თებერვალს მოსამზადებლად ასევე ანტალიაში გაემგზავრება.

ახალი სეზონისთვის ემზადება „დილაც“, რომელმაც გორის სარაგბო სტადიონზე გამართულ სპარინგში საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ 2:0 სძლია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში გოლები შოთა შეყილაძემ და ბადრი გოგობერიშვილმა გაიტანეს.