ეროვნული ლიგის პლეი ოფი - „შუქურამ“ კაცნაკლული „გაგრა“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის პლეი ოფი - „შუქურამ“ კაცნაკლული „გაგრა“ ვერ დაამარცხა #1TVSPORT

ქობულეთის „ჩელე-არენაზე“ ეროვნული ლიგის პლეი ოფის მატჩის გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – „შუქურამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და მიუხედავად თამაშის დასაწყისში მიღებული მნიშვნელოვანი უპირატესობისა, მეტოქის დამარცხება ვერ მოახერხა.

მე-20 წუთზე სტუმართა მცველმა ლაშა თოთაძემ ქობულეთელების თავდამსხმელი ლევან ინგოროყვა მოცელა, 2 წუთში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. რაც მნიშვნელოვანია, გამოცდილი მცველი „გაგრას“ განმეორებით შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

ქობულთელებმა ამ უპირატესობით ვერ ისარგებლეს. დარჩენილი 70 წუთის განმავლობაში „შუქურა“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ მეტოქის კარის აღება და განმეორებით მატჩამდე უპირატესობის მოპოვება ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა 0:0.

განმეორებითი მატჩი 12 დეკემბერს თბილისში, „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზის სტადიონზე გაიმართება.