ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი ანდრეი დემჩენკო გახდა #1TVSPORT

სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „დინამო ბათუმის“ დამრიგებელი ანდრეი დემჩენკო დაასახელეს.

წლის მწვრთნელის ნომინაციაზე მასთან ერთად წარდგენილები გიორგი მიქაძე („საბურთალო“) და სტივ კინი (ქუთაისის „ტორპედო“) იყვნენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამჯერად  წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და ეროვნული საფეხბურთო ლიგის რჩეულების დაჯილდოება ერთად აღარ ჩატარდა.

2023 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ლიგის ათივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, გამოკითხვაში ჩართულები იყვნენ სპორტული მედიის წარმომადგენლები. წელს პირველად, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, სპეციალისტებთან ერთად, გულშემატკივრებიც მონაწილეობდნენ.