ეროვნული ლიგა2 | „რუსთავი“ ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT
ეროვნული ლიგა2 | „რუსთავი“ ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-13 ტურის შეხვედრებმა სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ისევ შეცვალა – ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი „რუსთავი“ გახდა.

რუსთაველებმა ბილი ჯიბრილის გოლით „არაგვს“ 1:0 სძლიეს და ორი ქულით გადაასწრო „დინამო თბილისი 2“-ს, რომელმაც საგარეჯოს „გარეჯთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა (1:1).

ბოლნისის „სიონმა“ აუტსაიდერი ხობის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 4:0 და მესამე პოზიცია შეინარჩუნა. „ვიტ ჯორჯია“ კი „სპაერთან“ 1:2 დამარცხდა. „ლოკომოტივმა“ ორი წაგების შემდეგ „შტურმთან“ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

მე-13 ტური

„შტურმი“ 1:2 „ლოკომოტივი“

1:0 ირაკლი ზარიძე (2. ნიკოლოზ ტალახაძის პასით), 1;1 ლაშა მენთეშაშვილი (60. ლუკა კეკელიძის პასით), 1:2 ლაშა ოზბეთელაშვილი (78. მამია გავაშელიშვილის პასით).

„დინამო 2“ (თბ) 1:1 „გარეჯი“

0:1 პაპუნა ფონიავა (8. მიშიკო სარდალიშვილის პასით), 1:1 იუსიბ მეხტიევი (61. ლუკა ფრიდონიშვილის პასით).

რუსთავი 1:0 არაგვი

1:0 ბილი ჯიბრილი (48. გიორგი გაბედავას პასით).

„სიონი“ 4:0 „კოლხეთი“ (ხ)

1:0 ნიკა ქოქოსაძე (32), 2:0 ნოდარ იაშვილი (51. დათა სიჭინავას პასით), 3:0 დათა სიჭინავა (63. ანდრია დევდარიანის პასით), 4:0 ლევან ქურდაძე (89. გივი მუკბანიანის პასით).

გამოუყენებელი პენალტი: თორნიკე კაპანაძე (32).

„ვიტ ჯორჯია“ 1:2 „სპაერი“

1:0 ამირან ძაგანია (29. ბექა გუგბერიძის პასით), 1:1 გურამ ხარებავა (56), გიგა სამხარაძე (59. ლევან ბარაბაძის პასით).

სატურნირო მდგომარეობა:

1. „რუსთავი“ – 26 ქულა

2. „დინამო 2“ (თბ) – 24

3. „სიონი“ – 23

4. „გარეჯი“ – 19

5. „ვიტ ჯორჯია“ – 18

6. „შტურმი“ – 16

7. „არაგვი“ – 15

8. „სპაერი“ – 15

9. „ლოკომოტივი“ – 14

10. „კოლხეთი“ (ხ) – 7