ეროვნული ლიგა | წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი პარტნიორი ჰყავს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | წყალტუბოს „სამგურალს“ ახალი პარტნიორი ჰყავს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის აღმოჩენა წყალტუბოს „სამგურალის“ ფინანსურად ძლიერდება. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა გაავრცელა.

ამიერიდან გუნდი „ხალიკ ბანკი საქართველოსთან“ ითანამშრომლებს. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი წყალტუბოს სტადიონზე მოეწერა.

პარტნიორობის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა თედო ფესტვენიძემ.

„ჩვენ წლიდან-წლამდე ვვითარდებით და ამბიციურ გუნდად ვყალიბდებით. ვცდილობთ, წარმატებული ვიყოთ, როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. დიდი მადლობა ჩვენს ახალ პარტნიორს, რომელიც დღეიდან „სამგურალის“ ფინანსური მხარდამჭერი იქნება. ვფიქრობ, დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება როგორც „სამგურალისთვის“ ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის“, – ამბობს თედო ფესტვენიძე.