ეროვნული ლიგა | სტივ კინი „იბერიასთან“ აგრესიულ თამაშს ელოდება #1TVSPORT
6 მარტს ეროვნული ლიგის მე-2 ტური დაიწყება. მთავარი დაპირისპირება „რამაზ შენგელია არენაზე“ გაიმართება – 19:00 საათზე ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება.
მოახლოებულ მატჩზე კომენტარი ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა გააკეთა:
„შეხვედრამდე „იბერიას“ თამაში შევისწავლეთ. კარგი გუნდია, აგრესიულ პრესინგს თამაშობს, ამიტომ ჩვენ წინააღმდეგაც იმავეს ველოდებით. სრულად გვაქვს გააზრებული, რა სირთულის მატჩი გველის. „სამტრედიასთან“ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინეთ, არ მომეწონა მატჩის ტემპი. ამაზე ვიმუშავეთ და უკეთესის მოლოდინში ვარ. მჯერა იმ ფეხბურთელების, რომლებიც მოედანზე გავლენ. გულშემატკივრის მხარდაჭერა ძალიან დაგვჭირდება. მჯერა, ჩვენს საგულშემატკივროდ ბევრი ადამიანი მოვა“, – ამბობს სტივ კინი.
ტური 2
ოთხშაბათი, 6 მარტი
სამტრედია – კოლხეთი 1913
14:30. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია
ტორპედო – იბერია 1999
19:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
თელავი – დინამო თბ
20:00. კავკასიონი არენა – თელავი
ხუთშაბათი, 7 მარტი
სამგურალი – დილა
17:00. საფეხბურთო ცენტრი – წყალტუბო
გაგრა – დინამო ბთ
21:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი