ეროვნული ლიგა | „რუსთავმა“ „დილა“ დაამარცხა და გათამაშების ლიდერი გახდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მეორე წრე ორი შეხვედრით დაიწყო, რომელშიც გამოსარჩევი ლიგის დებიუტანტის, „რუსთავის“ გამარჯვება და გალიდერებაა.
მე-10 ტური „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული მატჩით გაიხსნა. „სპაერმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა. მე-6 წუთზე თბილისელები ლაშა კოხრეიძემ დააწინაურა, ხოლო წონასწორობა ალეკო ბასილაძემ (75) აღადგინა.
„რუსთავი“ ეროვნულ ლიგაში შესანიშნავად ასპარეზობს და კიდევ ერთი ფავორიტი დაამარცხა. გია ცეცაძის გუნდმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გორის „დილა“ მიიღო და ირაკლი იაკობიძის მიერ მატჩის ბოლოს (90) გატანილი გოლით მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„რუსთავმა“ 10 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა, მოქმედ ჩემპიონ „იბერიას“ (17) გადაასწრო და ეროვნული ლიგის ლიდერია. გორის „დილა“ (16) მესამე პოზიციაზე დაქვეითდა, ხოლო „ტორპედო“ (15) ოთხეულშია.