ეროვნული ლიგა | პირველი წრის სიმბოლურ გუნდში „იბერიისა“ და ბათუმის „დინამოს“ ოთხ-ოთხი ფეხბურთელი მოხვდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში თბილისის „იბერიისა“ და ბათუმის „დინამოს“ ოთხ-ოთხი ფეხბურთელი მოხვდა.
„იბერია“ და ბათუმის „დინამო“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიდერები არიან. თბილისურ გუნდს 23 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ხოლო ბათუმის „დინამო“ მას ორი ქულით ჩამორჩება.
სიმბოლურ თერთმეტეულში ერთი ფეხბურთელი წყალტუბოს „სამგურალიდანაა“, ერთი – „დინამო თბილისიდან“ და ერთიც – გორის „დილიდან“.
ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი:
მეკარე: გიორგი მაკარიძე („იბერია“)
მცველები: ლაშა კვარაცხელია („სამგურალი“), ივა გელაშვილი („იბერია“), ლუკა ქაფიანიძე („დინამო ბათუმი“), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“)
ნახევარმცველები: უერდი მარა („დინამო ბათუმი“), აბუბაქარ კონტე („დილა“), ლუკა წულუკიძე („დინამო ბათუმი“)
თავდამსხმელები: იური ტაბატაძე („იბერია“), ჯალენ ბლესა („დინამო ბათუმი“), ირაკლი სიხარულიძე („იბერია“)