ეროვნული ლიგა | ლუკა პარკაძემ „რუსთავს“ მოაგებინა, გიორგი არაბიძემ „სამგურალთან“ გაიბრწყინა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულ ლიგაში 26-ე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი „რუსთავი“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 45-ე წუთზე ლუკა პარკაძემ გაიტანა – 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კონტრშეტევაზე შესანიშნავად ითამაშა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა, თავად კი ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ ანგარიშზე პირველი გოლი ჩაიწერა.
ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელია არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალს“ 3:2 სძლია.
ანგარიში სტუმრებმა ირაკლი სირაძის მიერ გატანილი ბურთით მე-4 წუთზე გახსნეს. 22-ე წუთზე არაბიძემ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 22-ე წუთზე მის მიერ მოწოდებული კუთხურების შემდეგ მასპინძლები კომნენ ანდრიჩმა დააწინაურა, 66-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძემ „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა – საგოლე გადაცემა ამჯერადაც არაბიძემ შეასრულა.
საბოლოო ანგარიში 90+5-ე წუთზე ომარ პატარკაციშვილმა დააფიქსირა.