ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „დილა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „იბერიამ“ „დილა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ლიდერების დაპირისპირება გორში გაიმართა – „იბერია“ „დილას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გამართულ შეხვედრამდე პირველადგილოსანი „იბერია“ მეორე ადგილზე მყოფ „დილას“ მხოლოდ ერთი ქულით ასწრებდა.

გორელებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს, რადგან „დილას“ ორი მოთამაშე მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა – 45-ე წუთზე, როდესაც თბილისელები 2:0-ს იგებდნენ, არბიტრმა წითელი ბარათი პედრო მენდეშს აჩვენა, ხოლო 67-ე წუთზე – ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, რომელმაც მეორე გაფრთხილება მიიღო.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარეს გიორგი და იური ტაბატაძეებმა და გიზი მამაგეიშვილმა. გიორგიმ (34, 50) და იურიმ (55, 68) დუბლები შეასრულეს და თითო საგოლე გადაცემა მიითვალეს, ხოლო მამაგეიშვილის ანგარიშზე გოლი (4) და ორი საგოლე გადაცემაა. ერთი ბურთი კი თორნიკე ახვლედიანმა (85) გაიტანა.

შედეგად, „იბერიამ“ 48 ქულა დააგროვა, კონკურენტ „დილასთან“ უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა და პირველი ადგილი შეინარჩუნა.