ეროვნული ლიგა | „იბერია“ აგბალაკამ და ტეიდმა დატოვეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | „იბერია“ აგბალაკამ და ტეიდმა დატოვეს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას განაგრძობს – სიახლეებს transfermarkt-ი აქვეყნებს.

გუნდს დაუბრუნდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე თორნიკე მეგრელიშვილი – 24 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით „სამტრედიაში“ გაატარა, რომელიც ეროვნული ლიგიდან გავარდა. მეგრელიშვილს იჯარის ვადა დაუსრულდა და „იბერიაში“ დაბრუნდა.

„იბერია“ დატოვა ბენჟამინ ტეიდმა – 30 წლის ნიგერიელ საყრდენ ნახევარმცველს კონტრატქი დაუსრულდა და უზბეკურ კლუბში, ნამანგანის „ნავბახორში“ ჩაირიცხა. კიდევ ერთ ნიგერიელ ლეგიონერს, 21 წლის მარცხენა მცველს, სოლომონ აგბალაკას იჯარის ვადა დასურულდა და რუსეთის პირველი ლიგის „სოჭში“ დუბრუნდა.

საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ“ ჯერჯერობით 21 წლის ახალგაზრდა ტუნისელი ნახევარმცველი გეიტ ვაჰაბი დაიმატა, რომელიც სამშობლოში „ესპერანსში“ თამაშობდა.