ეროვნული ლიგა | გიორგი ხარებაშვილი წრის მოთამაშეა, ტაირელ ვოუტერი - სეზონის ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი #1TVSPORT
ეროვნული ლიგის IV წრის საუკეთესო ფეხბურთელი „გაგრას“ თავდამსხმელი გიორგი ხარებაშვილია.
მეოთხე წრეში ჩატარებულ 9 შეხვედრაში ხარებაშვილმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში 36 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 11 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.
ეროვნული ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გორის „დილას“ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ტაირელ ვოუტერი გახდა, რომელმაც დასრულებულ სეზონში 19 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ყველაზე სასარგებლო მოთამაშე:
1. ტაირელ ვაუტერი, „დილა“ 25 (19 გოლი + 6 პასი)
2. ბიორნ იონსენი, „ტორპედო“ 23 გოლი
3. გიორგი კოხრეიძე, „იბერია“ 22 (16+6)
ეროვნული ლიგის გვერდის ცნობით, 10 დეკემბერს, 16:00 საათზე ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც განვლილი სეზონის საუკეთესოები გამოვლინდებიან.