ეროვნული ლიგა | „გარეჯმა“ თურქული შეკრება დაასრულა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის დებიუტანტმა საჯარეჯოს „გარეჯმა“ ანტალიაში, უზბეკეთის მეორე ლიგის ტაშკენტის „ლოკომოტივთან ამხანაგუირი შეხვედრა 1:2 წააგო და ამით თურქული შეკრება დაასრულა. „ლოკომოტივში“ არ უთამაშია აკაკი შულაიას, რომელიც ტაშკენტის გუნდში ზამთარში გადავიდა.
თენგიზ კობიაშვილის გუნდმა თურქეთში ოთხი საკონტროლო მატჩი გამართა, ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთშიც დამარცხდა. საგარეჯოელებმა „ლოკომოტივამდე“ ყაზახური „კასპიი“ (2:1) და „ორდაბასი“ (3:1) დაამარცხეს, ხოლო ყირგიზულ „ოზგონთან“ ფრედ (2:2) ითამაშეს.
ამით „გარეჯმა” თურქულ შეკრებას დაასრულა და ჩემპიონატის დაწყებამდე მზადებას თბილისში განაგრძობს – ჩემპიონატის პირველ ტურში საგარეჯოელები კვირას, 2 მარტს, სტუმრად გორის „დილას“ შეხვდებიან.