ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი“ ხუთმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ფოთის „კოლხეთში“ საკადრო ცვლილებები დაიწყო – ინფრომაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფოთის გუნდი დატოვეს, ერეკლე ჯიჯავაძემ, ბექა ხარშილაძემ, დავით ზურაბიანმა, კირილ კლიმოვმა და ცოტნე ჩიქოვანმა.

„კოლხეთისთვის“ ეროვნული ლიგის პირველი ნახევარი წარუმატებელი გამოდგა. კახა ჩხეტიანის გუნდმა 18 შეხვედრაში 13 ქუალ დააგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა.