ეროვნული ლიგა | ფოთის კოლხეთი „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიგა 2-ში გავარდნასთან ახლოსაა #1TVSPORT
ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ფოთის „კოლხეთმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა, 1:3 დამარცხდა და ლიგა 2-ში დაქვეითებასთან ახლოსაა.
ფოთელები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს, მეორე ტაიმში სამი გოლი გაუშვეს და ზედიზედ მეოთხე თამაში წააგეს.
„კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა (19 ქულა), „გარეჯი“ კი 33 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს და დარჩენილ ტურებში ქულათა მაქსიმუმის დაგრივებას შეეცდება, რათა ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი ოფის გარეშე შეინარჩუნოს.