ეროვნული ლიგა | ფოთის „კოლხეთი 1913“ საკუთარ სტადიონზე ბრუნდება #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“ საკუთარ სტადიონზე, „ფაზისზე“ ბრუნდება – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ფოთელები ეროვნული ლიგის მე-5 ტურის მატჩს საკუთარ ქალაქში, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩაატარებენ. „კოლხეთი 1913“ „გაგრას“ 28 მარტს 15:00 საათზე უმასპინძლებს.
ეროვნულ ლიგაში სეზონი სანაკრებო პაუზის შემდეგ, 28 მარტს განახლდება. მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი კი ბათუმში, სადაც „დინამო“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.
მე-5 ტური
პარასკევი, 28 მარტი
თბილისი, „დინამო არენა“
15:00 | „დინამო თბილისი“ – „გარეჯი“
ფოთი, „ფაზისი“
15:00 | „კოლხეთი 1913“ – „გაგრა“
წყალტუბო, საფეხბურთო ცენტრი
19:00 | „სამგურალი“ – „იბერია 1999“
გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“
21:00 | „დილა“ – „თელავი“
ბათუმი. „ბათუმი არენა“
21:00 | „დინამო“ (ბთ) – „ტორპედო“