ეროვნული ლიგა | „დინამო თბილისმა“ „გაგრა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა და მესამე ადგილზე გადავიდა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგის 26-ე ტურში „დინამო თბილისმა“ „გაგრას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.
„მიხეილ მესხზე“ გამართული შეხვედრაში თემურ ქეცბაიას გუნდი უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და პირველი ტაიმი გიორგი ხარაიშვილის დუბლითა და ნიკა ნინუას გოლით სამბურთიანი სხვაობით მოიგო.
შესვენების შემდეგ „გაგრას“ სანტოს პორფირიო გაუძევეს, რიცხვობრივი უპირატესობით დინამოელებმა მხოლოდ ერთხელ ისარგებლეს – სტუმართა კარი ნემან კურდიჩმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეროვნული ლიგა