ეროვნული ლიგა 2 | ყველაზე უხვგოლიანი ტური სეზონში - ბოლნისში 12 გოლი გავიდა, „ლოკომოტივმა“ ბოლო წამებზე მოიგო, ხარებაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | ყველაზე უხვგოლიანი ტური სეზონში - ბოლნისში 12 გოლი გავიდა, „ლოკომოტივმა“ ბოლო წამებზე მოიგო, ხარებაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. ხუთ შეხვედრაში 27 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ 5.4 გოლი თამაშში. ასეთი შედეგიანი ტური ამ სეზონში ჯერ არ ყოფილა.

საგარეჯოს „გარეჯსა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის პირველობისთვის ბრძოლა გრძელდება, რაც ეროვნულ ლიგაში გადასვლის გარანტიაა. ორივე გუნდმა სტუმრად მოიგო.

მნიშვნელოვანი საკადრო დანაკლისის მიუხედავად, ფოთის „კოლხეთმა“ „დინამო თბილისი 2“-თან გასვლაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ერთქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა გათამაშების ლიდერთან, საგარეჯოს „გარეჯთან“, რომელმაც მესამეადგილოსანი „სპაერი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. საგარეჯოელთა თავდამსხმელმა, გიორგი ხარებაშვილმა დუბლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

12 გოლი გავიდა ბოლნისის „სიონისა“ და თბილისის „მერანის“ შეხვედრაში, რომელიც „თამაზ სტეფანია არენაზე“ გაიმართა. ბოლნისელებმა მეორე ტაიმის 11-წუთიან მონაკვეთში რეკორდი დაამყარეს და ექვსი გოლი გაიტანეს, საბოლოოდ კი 8:4 გაიმარჯვეს.

მარტვილის „მერანი“ შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა და გადარჩენის შანსი დაკარგა. თბილისის „ლოკომოტივმა“ კი ხობში, უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „კოლხეთს“ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუტანა და 2:1 დაამარცხა.

ეროვნული ლიგა 2 I 32-ე ტური:

„სპაერი“ – „გარეჯი“ 0 : 5

„დინამო 2 თბ“ – „ფოთის კოლხეთი“ 0 : 2

„მერანი მრ“ – „ვიტ ჯორჯია“ 1 : 4

„კოლხეთი ხობი“ – „ლოკომოტივი“ 1 : 2

„სიონი“ – „მერანი თბ“ 8 : 4