ეროვნული ლიგა 2 | „ვიტ ჯორჯიამ“ და „დინამო 2“-მა სეზონი მოგებით გახსნეს - „ლოკომოტივმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | „ვიტ ჯორჯიამ“ და „დინამო 2“-მა სეზონი მოგებით გახსნეს - „ლოკომოტივმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში ახალი სეზონი დაიწყო – 5 მარტს პირველი ტურის სამი მატჩი გაიმართა.

გათამაშება დამაჯერებლად დაიწყო „ვიტ ჯორჯიამ“, რომელმაც შინ ხობის „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხა. თენგიზ კობიაშვილის გაწვრთნილი გუნდი აგებდა, მაგრამ ხასიათიც გამოავლინა, კლასიც და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

თბილისის „ლოკომოტივი“ გასვლით მატჩში „სპაერთან“ ბიძინა მახარობლიძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გიორგი ცეცხლაძემ პენალტით წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაინაწილეს.

„დინამო თბილისი 2“ „რუსთავთან“ ნიკა ცხოვრებაშვილმა დააწინაურა, მაგრამ შესვენებამდე სტუმრებმა ბაჩუკი გოცაძის პენალტით ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა თბილისელებმა ლუკა ბუბუტეიშვილის გოლით მაინც გაიმარჯვეს.

„ვიტ ჯორჯია“ – ხობის „კოლხეთი“ 3:1

გოლები: 0:1 ოთარ ზვიადაური (31), 1:1 ამირან ძაგანია (38), 2:1 ლუკა თოლორდავა (70), 3:1 გიორგი რობაქიძე (90+3)

სპაერი“ – თბილისის „ლოკომოტივი“ 1:1

გოლები: 0:1 ბიძინა მახარობლიძე (36), 1:1 გიორგი ცეცხლაძე (47. პენალტი)

„დინამო თბილისი 2“ – „რუსთავი“ 2:1

გოლები: 1:0 ნიკა ცხოვრებაშვილი (34), 1:1 ბაჩუკი გოცაძე (45+2. პენალტი), 2:1 ლუკა ბუბუტეიშვილი (67)

ლიგა 2-ში პირველი ტურის დარჩენილი ორი მატჩი 7 მარტს გაიმართება:

საგარეჯოს „გარეჯი“ – დუშეთის „არაგვი“

სართიჭალის „შტურმი“ – ბოლნისის „ სიონი“