ეროვნული ლიგა 2 | თბილისის „მერანი“ ლიგა 3-ში გავარდა - „გარეჯმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | თბილისის „მერანი“ ლიგა 3-ში გავარდა - „გარეჯმა“ ისევ მოიგო #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ლიდერმა, საგარეჯოს „გარეჯმა“ მარტვილის „მერანი“ 6:1 დაამარცხა, რითიც კონკურენტ ფოთის „კოლხეთთან“ უპირატესობა გაზარდა.

ამ შეხვედრაში გიორგი ხარებაშვილმა ჰეთთრიქი (16, 54, 58) შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო ლევან პაპავამ ორ გოლთან (8, 29) ერთად ორი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ტურის ამბავი თბილისის „მერანს“ უკავშირდება. გუნდი შინ ხობის „კოლხეთს“ დაუზავდა (1:1) და სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ლიგა 2-ში დარჩენის თეორიული შანსიც დაკარგა.

ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აგრძელებს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც საშინაო არენაზე მესამეადგილოსან „სპაერს“ მნიშვნელოვანი ქულები წაართვა – 1:1.

ეროვნული ლიგა 2, 31-ე ტური:

„ლოკომოტივი“ – „სპაერი“ 1:1

„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო 2 თბ“ 0:0

„გარეჯი“ – მარტვილის „მერანი“ 6:1

თბილისის „მერანი“ – ხობის „კოლხეთი“ 1:1

31-ე ტურში ერთი მატჩია დარჩენილი. კვირას, 29 ოქტომბერს, „ფაზისი არენაზე“ საქართველოს თასის ნახევარფინალისტი ფოთის „კოლხეთი 1913“ ბოლნისის „სიონს“ 18:00 საათზე მიიღებს.