ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია #1TVSPORT

20:30, 28.04.2025

ეროვნული ლიგა 2-ში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა, შედეგებმა კი სატურნირო ცხრილში დიდი ცვლილებები ვერ გამოიწვია.

გათამაშების ლიდერმა, საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“ „იბერია 2“-ს სძლია და ლიდერობა განიმტკიცა. მარტვილის „მერანმა“ შინ „სამტრედიის“ დამარცხებით მეორე ადგილი შეინარჩუნა.

შემდეგ არიან „რუსთავი“ და ბოლნისის „სიონი“. რუსთაველები ახალი მწვრთნელის, გიორგი ცეცაძის ხელმძღვანელობით სტუმრად „მეშახტესთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ, „სიონი“ კი „გონიოს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.

მე-9 ტური

„დინამო 2 თბილისი“ – „ლოკომოტივი“ 0:1

გოლი: 0:1 ლაშა მენთეშაშვილი (47 – პენალტით)

„გონიო“ – „სიონი“ 0:2

გოლები: 0:1 დავით მაისაშვილი (42), 0:2 ბექა გაბისკირია (68)

„სპაერი“ – „იბერია 2“ 3:0

გოლები: 1:0 გიგა სამხარაძე (30), 2:0 სირილ ჩამბა (81), 3:0 ნიკოლოზ კენჭაძე (90+1)

„მერანი“ (მარტვილი) – „სამტრედია“ 1:0

გოლი: 1:0 ლუკა ქადარია (83)

მეშახტე – რუსთავი 0:0

მსგავსი