ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ კიდევ ერთი კონკურენტი დაამარცხა

21:40, 16.04.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა და „სპაერმა“ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. „დინამო 2“-მა კი ერთ-ერთ ფავორიტ „რუსთავს“ ქულები დააკარგვინა.

„სამტრედიისა“ და „რუსთავის“ შემდეგ, საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“ ერთ-ერთი კონკურენტი ბოლნისის „სიონი“ დიდი ანგარიშით, 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში დამსახურებულად მოექცა.


VII ტური


„დინამო 2“ (თბილისი) – „რუსთავი“ 1:1

0:1 იუტა ნაკანო (43), 1:1 კახაბერ კაკაშვილი (79 – საკ. კარში).

„ლოკომოტივი“ – „იბერია 2“ (თბილისი) 4:2

1:0 ალექსანდრე ამისულაშვილი (18 – საკ. კარში), 2:0 რევაზ კურტანიძე (26 – საკ. კარში), 2:1 გივი ხაჩიძე (41), 3:1 ლაშა მენთეშაშვილი (60), 3:2 დანიელ ქვარცხავა (83), 4:2 ლუკა კეკელიძე (87).

„მეშახტე“ – „მერანი“ (მარტვილი) 1:2

0:1 ჯავოხირ ესონკულოვი (61 – პენალტი), 0:2 ბაქარ ლაღაძე (77), 1:2 ლაშა უგრეხელიძე (84).

„გონიო“ – „სამტრედია“ 2:2

1:0 გიორგი ივანიაძე (8), 1:1 გიული  მანჯგალაძე (16 – პენალტი), 1:2 ჟოზეფ ამოაკო (35), 2:2 მირზა ფარტენაძე (45+3).

„სპაერი“ – „სიონი“ 3:0

1:0 გიგა სამხარაძე (13), 2:0 გიორგი დ. ცეცხლაძე (57), 3:0 ლევან ბარაბაძე (64).

მსგავსი