ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ ისევ მოიგო, „სიონი“ აუტაიდერთა შორისაა, „მერანმა“ კონკურენტს სძლია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 25 ტურის შეხვედრები გაიმართა.
„გონიო“ „სამტრედიასთან“ 1:3 დამარცხდა და ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. „ლოკომოტივმა“ შინ „იბერია 2“-თან მხოლოდ ქულა მოიპოვა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
პრინციპული მატჩი გაიმართა ამბროლაურში მესამე ადგილისთვის მებრძოლ გუნდებს, ტყიბულის „მეშახტესა“ და მარტვილის „მერანს“ შორის. მარტვილელებმა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, ჯავოხირ ესონკულოვის გოლით გაიმარჯვეს და კონკურენტთან უპირატესობა სამ ქულამდე გაზარდეს.
გათამაშების ლიდერმა „სპაერმა“ საკუთარ მოედანზე ბოლნისის „სიონს“ 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე ნიკა ჩაგუნავამ გაიტანა. ამ წაგების შემდეგ „სიონი“ აუტსაიდერთა ზონაში მოხვდა.
„დინამო თბილისი 2“-მა კი შინ „რუსთავთან“ შეხვედრა 0:3 დათმო და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. „რუსთავი“ კი მეორე ადგილზეა და თუ სასწაული არ მოხდება, მინიმუმ ეროვნული ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.
XXV ტური
„გონიო“ – „სამტრედია“ 1:3
„სპაერი“ - „სიონი“ 1:0
„დინამო თბილისი 2“ – „რუსთავი“ 0:3
„ლოკომოტივი“ – „იბერია 2“ 1:1
„მეშახტე“- „მერანი“ (მარტვილი) 0:1
სატურნირო მდგომარეობა:
1. სპაერი – 51 ქულა
2. რუსთავი – 46
3. მერანი (მრ) – 38
4. მეშახტე – 34
5. ლოკომოტივი – 32
6. იბერია 2 – 32
7. სამტრედია – 31
8. სიონი – 31
9. გონიო – 24
10. დინამო 2 (თბ) – 12