ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ ისევ მოიგო – „მერანმა“ „სიონთან“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა #1TVSPORT

23:01, 25.08.2025

ეროვნული ლიგა 2-ის მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. სამიდან ორმა ლიდერმა გაიმარჯვა, ხოლო ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები დამარცხდნენ.

მეორე პოზიციაზე მყოფმა „რუსთავმა“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართულ გასვლით შეხვედრაში „სამტრედია“ 2:0 დაამარცხა. გოლები ნიკა ჯაფარიძემ (53) და ჟან სოუზა დე ალმეიდამ (85) გაიტანეს. სტუმრებს მესამეს გატანის შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა იუტა ნაკანომ (45) პენალტი ვერ გამოიყენა.

ტყიბულის „მეშახტეს“ სამეულში დაწინაურება შეეძლო, მაგრამ შინ „ლოკომოტივთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0. „იბერია 2“-მა „დინამო-2“-თან უპირატესობა ჯერ დავით გოგილაშვილის დუბლით (18, 45+3) და ზურაბ ერაძის (27) გოლით მოიპოვა, მეორე ნახევარში კი ერთი ბურთი ჭაბუკი ლაბაძემ (90+1) გაიტანა. საბოლოოდ, ანგარიში 4:0 დაფიქსირდა.

მესამეადგილოსანმა მარტვილის „მერანმა“ შინ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და 4:2 გაიმარჯვა.

ტურის ბოლო შეხვედრა ბათუმის საფეხბურთო ცენტრში შედგა, სადაც „გონიომ“ გათამაშების ლიდერს, „სპაერს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თბილისელებს გამარჯვება მატჩის დასაწყისში პაპუნა ფონიავამ (მე-8 წუთი) მოუტანა.

მე-20 ტურის შედეგები:

„სამტრედია“ 0:2 „რუსთავი“

„მეშახტე“ 0:0 „ლოკომოტივი“

„მერანი“ მარნეული 2:4 „სიონი“

„იბერია 2“ 4:0 „დინამო-2“ თბილისი

„გონიო“ 0:1 „სპაერი“

მსგავსი