ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ გეგიაძის გოლით მოიგო – „მერანმა“ ერთ-ერთი ფავორიტი დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე წრე დაიწყო. ლიდერმა, საქართველოს თასის მფლობელმა „სპაერმა“, „დინამო თბილისი 2“-თან გამარჯვება საბა გეგიაძის გოლით მოიპოვა, რომელიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
„იბერია 2“-მა სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეული „სამტრედია“ საბა გეგუჩაძის დუბლით 2:1 დაამარცხა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
„გონიომ“ შეძლო და თბილისის „ლოკომოტივთან“ შეხვედრა შემოატრიალა – გადამწყვეტი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გია აფხაზავამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მოთამაშე ლაშა მენთეშაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.
მარტვილის „მერანმა“ ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული „რუსთავთან“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და მეორე ადგილი განიმტკიცა.
ტყიბულის „მეშახტემ“ კი ბოლნისის „სიონთან“ ქულები გაინაწილა – 1:1.
ეროვნული ლიგა 2 | მე-10 ტური
„დინამო თბილისი 2“ – „სპაერი“ 0:1
გოლი: 0:1 საბა გეგიაძე (19-პენალტით)
„იბერია 2“ – „სამტრედია“ 2:1
გოლები: 0:1 ჯოზეფ ამოაკო (15), 1:1 საბა გეგუჩაძე (33), 2:1 საბა გეგუჩაძე (64)
„გონიო“ – „ლოკომოტივი“ 2:1
გოლები: 0:1 დენის ამოაკო (57), 1:1 იგორ დუტრა (61), 2:1 გია აფხაზავა (90+3)
გამოუყენებელი პენალტი: ლაშა მენთეშაშვილი (49, „ლოკომოტივი“)
„მერანი“ (მარტვილი) – „რუსთავი“ 2:1
გოლები: 1:0 ბაქარ ლაღაძე (44), 2:0 ჯავოხირ ესონკულოვი (68), 2:1 ლევან კუტალია (90+7- პენალტით)
„მეშახტე“ – „სიონი“ 1:1
გოლები: 1:0 დიმიტრი ღურწკაია (32-პენალტით), 1:1 დათა სიჭინავა (53)
გაძევება: ბლესინგ კვამე ასამოა (58, „მეშახტე“)