ეროვნული ლიგა 2 | „სპაერმა“ ცხრა მოთამაშით დარჩენილ „დინამო თბილისი 2“-თან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ლიდერმა „სპაერმა“ ბოლოადგილოსან „დინამო თბილისი 2“-ს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 3:3.
„სპაერის“ სტადიონზე გამართული დაპირისპირებაში მასპინძლებიდან თავი ზაქარია ბასილაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. „სპაერს“ მოგება შეეძლო, მაგრამ 9 მოთამაშით დარჩენილი „დინამოს“ მეტი გოლი ვეღარ გაუტანა.
ბოლნისის „სიონისა“ და ტყიბულის „მეშახტის“ შეხვედრა 0:0 დასრულდა, 10 მოთამაშით დარჩენილი „ლოკომოტივი“ „გონიოს“ დაუზავდა – 1:1, „სამტრედიამ“ კი „იბერია 2“-ს 4:0 სძლია. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „რუსთავმა“, ჟან სოუზა დე ალმეიდას დუბლით მარტვილის „მერანს“ 2:0 მოუგო.
ეროვნული ლიგა 2 | მე-19 ტური
„სპაერი“ – „დინამო 2“ (თბ) 3:3
„სიონი“ – მეშახტე 0:0
„სამტრედია“ – „იბერია 2“ 4:0
„ლოკომოტივი“ – „გონიო“ 1:1
„რუსთავი“ – „მერანი“ (მრ) 2:0