ეროვნული ლიგა 2 | „სპაერი“ პირველ ადგილზეა, თბილისური დერბი „იბერიამ“ მოიგო #1TVSPORT

22:23, 09.05.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-11 ტურის თამაშები გაიმართა, რომლის შედეგადაც „სპაერმა“ ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

საქართველოს თასის მფლობელმა შინ „გონიოს“ 2:0 სძლია. მარტვილის „მერანმა“ ბოლნისში „სიონთან“ ქულა მოიპოვა – 2:2 და მეორე პოზიციაზეა, ხოლო „რუსთავმა“ ბოლო წუთებზე მოახერხა „სამტრედიის“ დამარცხება (1:0) და მესამე ადგილზე დაწინაურდა.

პრინციპული იყო ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მომმარაგებელი გუნდების სარეზერვო შემადგენლობების დაპირისპირება – „დინამო თბილისი 2“-მა შინ „იბერია 2“ მიიღო და 1:2 დამარცხდა. მატჩის გმირი გივი ხაჩიძე გახლდათ, რომელმაც ორი პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა.

ეროვნული ლიგა 2. მე-11 ტური

„სპაერი“ – „გონიო“ 2:0

გოლები: 1:0 თემურ ცალუღელაშვილი (14), 2:0 ზურაბ გოლუბიანი (90+5)

„სიონი“ – „მერანი“ (მარტვილი) 2:2

გოლები: 0:1 ანდრო ჯოლოხავა (4), 0:2 ჯავოხირ ესონკულოვი (51), 1:2 დათა სიჭინავა (66), 2:2 ლუკა შეროზია (86)

„დინამო 2“ (თბ) – „იბერია 2“ 1:2

გოლები: 0:1 გივი ხაჩიძე (6, პენალტი), 0:2 გივი ხაჩიძე (45+7, პენალტი), 1:2 მათე შათირიშვილი (90+6)

„რუსთავი“ – „სამტრედია“ 1:0

გოლი: 1:0 ბილი ჯიბრილი (88)

„ლოკომოტივი“ – „მეშახტე“ 0:1

გოლი: 0:1 დიმა ღურწკაია (71)

მსგავსი