ეროვნული ლიგა 2 - „შუქურამ“ მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 - „შუქურამ“ მოიგო და ერთპიროვნულად გალიდერდა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-11 ტურის ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა, რომლის შედეგმაც ლიდერი ისევ შეცვალა.

სამტრედია – რუსთავი 2:1

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ თავიდან „რუსთავი“ 21-ე წუთზე დიმა შარიქაძემ დააწინაურა, მაგრამ „სამტრედიამ“ 55-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა – თავი სირილ ჩამბამ გამოიჩინა, ხოლო 76-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

ვიტ ჯორჯია – შუქურა 1:3

ფეხბურთის ფედერაციის გლდანის საფეხბურთო ცენტრში ქობულეთის „შუქურა“ მე-15 წუთზე მასპინძელთა ავტოგოლით დაწინაურდა. „ვიტ ჯორჯიამ“ მე-17 წუთზე გიორგი გოგილაშვილის გოლით ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ირაკლი ლექვთაძემ (30. 33) ჯერ გუნდი დააწინაურა, შემდეგ კი დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

11 ტურის შემდეგ „შუქურამ“ 26 ქულა დააგროვა, კონკურენტი მარტვილის „მერანი“ (23) ჩამოიტოვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. „სამტერდია“ (15) მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, „ვიტ ჯორჯია“ (12) მე-7 პოზიციაზეა, ხოლო „რუსთავი“ ისევ ბოლო ადგილზეა.