ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერი შეიცვალა - „შუქურამ“ „მერანის“ ვერმოგებით ისარგებლა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ში ლიდერი შეიცვალა - „შუქურამ“ „მერანის“ ვერმოგებით ისარგებლა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-10 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენაც ლიდერის შეცვლა იყო – მარტვილის „მერანმა“ ვერ მოიგო და ამით ქობულეთის „შუქურამ“ ისარგებლა.

 

დინამო (ზგ) – გარეჯი 4:0

განმუხურში ზუგდიდის „დინამომ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა. 20-ე წუთზე როინ ჩხაიძემ გაიტანა, 25-ზე – გიორგი ახალაძემ, 78-ზე სიენდა მატენჯვამ, ხოლო საფინალო ანგარიში ისევ გიორგი ახალაძემ დააფიქსირა.

 

სამტრედია – ვიტ ჯორჯია 3:1

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქე დამაჯერებალდ დაამარცხა. მასპინძლებიდან თავი გამოიჩინეს შალვა ექვთიმიშვილმა (13წთ), გიორგი კურმაშვილმა (23) და სირილ ჩამბამ (76), ხოლო „ვიტ ჯორჯიადან“ – ზვიად ნაჭყებიამ (36).

 

სპაერი – მერანი თბ 2:2

სპაერმა“ საკუთარ სტადიონზე თბილისის „მერანი“ მიიღო და 25-ე წუთზე ანგარიში ნიკა ჩაგუნავას გადაცემით გახსნა. ბექა ქართველიშვილმა (37) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მასპინძლები ცოტნე ჩიქოვანმა 56-ე წუთზე კიდევ ერთხელ დააწინაურა. „მერანმა“ იბრძოლა და ლევან პაპავას პენალტით 76-ე წუთზე ქულა მოიპოვა.

 

რუსთავი – მერანი 2:2

ლიდერი მარტვილის „მერანი“ ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავს“ დაუპირისპირდა. პირველ ტაიმში რუსთაველები ბანტუ მზვაკალიმ (3) და გურამ ყაველაშვილმა (20) დააწინაურეს. მაგრამ ნკოტო მასოაბის (47) და ცოტნე ფაცაციას (59) გოლებმა „მერანს“ ქულა შეუნარჩუნა.

 

შუქურა – შევარდენი 2:1

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართული შეხვედრა მასპინძელმა „შუქურამ“ მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

 

ეროვნული ლიგა 2

1. შუქურა 10 23

2. მერანი მრ 10 22

3. მერანი თბ 10 17

4. დინამო ზგ 10 14

5. სამტრედია 10 12

6. ვიტ ჯორჯია 10 12

7. შევარდენი 10 12

8. სპაერი 10 11

9. გარეჯი 10 8

10. რუსთავი 10 8

დატოვე კომენტარი