ეროვნული ლიგა 2 | „სამტრედიამ“ სტუმრად „სიონი“ დაამარცხა #1TVSPORT

09:08, 30.03.2025

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი ბოლნისში შედგა, სადაც პოტენციური ფავორიტები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – „სამტრედიამ“ ბოლნისის „სიონი“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ქველაძემ (45+1) გაიტანა.

მარტვილის „მერანი“ საგურამოში თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და 2:1 მოიგო. გამარჯვებულთა რიგებში დუბლი უზბეკმა თავდამსხმელმა, ჯავოხირ ესონკულოვმა (5, 67) შეასრულა, ხოლო თბილისელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ლაშა კალანდაძემ (37) გაიტანა.

ეროვნული ლიგა 2 | მესამე ტური

ბოლნისის „სიონი“ – „სამტრედია“ 0:1
„დინამო თბილისი 2“ – „გონიო“ 1:1
თბილისის „ლოკომოტივი“ – მარტვილის „მერანი“ 1:2
„რუსთავი“ – „იბერია 2“ 2:0
„სპაერი“ – ტყიბულის „მეშახტე“ 1:1

მსგავსი