ეროვნული ლიგა 2 | საგარეჯოს „გარეჯმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - „ვიტ ჯორჯიამ“ ხობის „კოლხეთს“ გადაასწრო #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2 | საგარეჯოს „გარეჯმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - „ვიტ ჯორჯიამ“ ხობის „კოლხეთს“ გადაასწრო #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთი ლიდერი საგარეჯოს „გარეჯი“ თბილისში „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

„ვიტ ჯორჯია“ – „გარეჯი“ 2:0

მასპინძლებმა ანგარიში მეოთხე წუთზე გახსნეს. დიმიტრი კუპრეიშვილის გადაცემით თავი ბექა გუგბერიძემ გამოიჩინა. გათამაშების ლიდერი „გარეჯი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ 79-ე წუთზე ნიკა კეწელაშვილმა საგარეჯოელებს მეორე გოლიც გაუტანა და უმნიშვნელოვანესი ქულები დააკაარგვინა.

„დინამო 2 თბ“ – ხობის „კოლხეთი“ 6:0

„დინამო თბილისი 2“ მეშვიდე წუთზე ლუკა წულუკიძემ დააწინაურა. შემდეგ კი ხობელების კარი ნიკოლოზ უგრეხელიძემ (11), ნიკა ქოქოსაძემ (45+1), ირაკლი იაკობიძემ (52, დიტო ფაჩულიამ (83) და ნიკა სიხარულაშვილი (87) აიღეს. წაგებამ ხობის გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

„სიონი“ – „მერანი მრ“ 9:1

ამ შეხვედრაში იშვიათი რამ მოხდა. „სიონის“ ორმა მოთამაშემ, თორნიკე მუმლაძემ (21, 43, 56 ) და გოჩა ცირდავამ (45+2, 51, 86) ჰეთთრიქი შეასრულეს, დუბლი – ივანე ხაბელაშვილმა (68, 78). ერთი გოლი ნუგზარ სპანდერაშვილმა (69) გაიტანა.

„მერანი თბ“ – „სპაერი“ 1:5

ფოთის „კოლხეთი“ – „ლოკომოტივი“ 2:0

35 ტურის შემდეგ საგარეჯოს „გარეჯი“ 75 ქულით მეორე ადგილზე დარჩა და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტ ფოთის „კოლხეთს“ (76 ქულა) ვერ გადაასწრო. „ვიტ ჯორჯია“ (47) კი მეექვსე ადგილზე დაწინაურდა და აუტსაიდერთა ზონაში ხობის „კოლხეთი“ (45) დააქვეითა.

მოგების მიუხედავად, „სიონმა“ ეროვნული ლიგის პლეი ოფში გადასვლის შანსი დაკარგა. ლიგა 2-ის ჩემპიონის ბედი ბოლო, 36-ე ტურში ლიდერების უშუალო დაპირისპირებაში გადაწყდება. საგარეჯოს „გარეჯი“ 2 დეკემბერს საგარეჯოს სტადიონზე ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლებს.

ლიგა 2-დან პირდაპირი გზით ეროვნულ ლიგაში მხოლოდ გამარჯვებული გადავა, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები ამას პლეი ოფის გზით შეეცდებიან.

ეროვნული ლიგა 2. სატუურნირო ცხრილი 35 ტურის შემდეგ:

1. ფოთის „კოლხეთი“ 76ქ.

2. „გარეჯი“ 75ქ.

3. „სპაერი“ 63ქ.

4. „სიონი“ 59ქ.

5. „დინამო 2 თბ“ 51ქ.

6. „ვიტ ჯორჯია“ 47ქ.

7. ხობის „კოლხეთი„ 45ქ.

8. „ლოკომოტივი“ 37ქ.

9. „მერანი მრ“ 25ქ.

10. „მერანი თბ“ 14ქ.