ეროვნული ლიგა 2 | „რუსთვმა“ და „სპაერმა“ ისევ მოიგეს #1TVSPORT

23:15, 01.10.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „რუსთავმა“ შინ „გონიო“ დმიტრო დობრანსკის (90+3) ბოლო წამებზე გატანილი ბურთით დაამარცხა.

თბილისის „ლოკომოტივი“ შინ გათამაშების ლიდერ „სპაერთან“ 0:3 დამარცხდა. გამარჯვებულებიდან თავი ზაქარია ბასილაშვილმა (9), ნიკოლოზ კენჭაძემ (53) და ლევან კობახიძემ (77) გამოიჩინეს.

ამით „სამტრედიამ“ ისარგებლა და, მართალია, საშინაო არენაზე „მეშახტესთნ“ ფრედ (1:1) ითამაშა, მაგრამ ქულებით „ლოკომოტივს“ დაეწია, დამატებითი მაჩვენებლებით კი გადაასწრო და მე-6 ადგილზეა.

ასევე მოხდა „იბერია 2“-ის შემთხვევაში, რომელიც მარტვილის „მერანთან“ 50-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, თუმცა, მეტოქეს არაფერი დაუთმო და საბოლოოდ მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

XXVI ტური

„რუსთავი“ – „გონიო“ 1:0

„ლოკომოტივი“ ​- „სპაერი“ 0:3

„სამტრედია“ – „მეშახტე“ 1:1

„იბერია 2“ – „მერანი“ (მარტვილი) 0:0

ტურის ბოლო მატჩი 2 ოქტომბერს გაიმართება – „სიონი“ „დინამო თბილისი 2“-ს უმასპინძლებს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი