ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავმა“ მოგება ხელიდან გაუშვა – „სპაერი“ კვლავ პირველ ადგილზეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგა 2-ში მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შედეგადაც „სპაერმა“ ლიდერობა შეინარჩუნა, მარტვილის „მერანმა“ კი „იბერია 2“ 1:0 დაამარცხდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
მარნეულის სტადიონმა ორ მატჩს უმასპინძლა – ბოლნისის „სიონმა“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით „დინამო თბილისი 2“ 2:1 დაამარცხა, ხოლო „რუსთავმა“ „გონიოსთან“ მოგება ხელიდან გაუშვა და 2:0-ით დაწინაურების მიუხედავად, საბოლოოდ, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 2:2. სტუმრებს მოგებაც შეეძლოთ, მაგრამ ოლეგ მამასახლისმა პენალტი ვერ გაიტანა.
მართალია, „სპაერმა“ საგურამოში „ლოკომოტივი“ ვერ დაამარცხა (1:1), მაგრამ ლიდერობა მაინც შეინარჩუნა. გუნდის ლიდერმა, საბა გეგიაძემ კი მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა.
მე-8 ტური
„სიონი“ – „დინამო 2“ (თბ) 2:1
გოლები: 1:0 ვერულიძე (39), 1:1 კაუა (89), 2:1 სიჭინავა (90+2)
„იბერია 2“ – „მერანი“ (მრ) 0:1
გოლი: 0:1 მუშკუდიანი (13)
„რუსთავი“ – „გონიო“ 2:2
გოლები: 1:0 კუტალია (8), 2:0 ჯიბრილი (32), 2:1 ბერიძე (50), 2:2 აბუსელიძე (53).
გამოუყენებელი პენალტი: ოლეგ მამასახლისი (39)
„ლოკომოტივი“ – „სპაერი“ 1:1
გოლები: 0:1 გეგიაძე (38), 1:1 მენთეშაშვილი (67- პენალტი)
„სამტრედია“ – „მეშახტე“ 0:0