ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავმა“ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა #1TVSPORT

22:55, 06.10.2025

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრე დასრულდა და პირველ ადგილზე ისევ „სპაერია“, მაგრამ „რუსთავმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირა.

სპაერი“ საკუთარ სტადიონზე „იბერია 2“-ს დაუპირისპირდა და 24-ე წუთზე ლევან ბარაბაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა. 67-ე წუთზე საბა მურვანიძემ ანგარიში გაათანაბრა და ლიდერს ქულები დააკარგვინა.

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი „რუსთავი“ კი გასვლაზე ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდა და კახაბერ კაკაშვილის გოლითა და ჟან სოუზა დე ალმეიდას დუბლით 3:1 დაამარცხა.

გონიომ“ შინ „სიონთან“ ფრედ ითამაშა – 2:2, ხოლო მარტვილის „მერანმა“ საკუთარ სტადიონზე „სამტრედია“ ვერ დაამარცხა – 1:1. ამით თბილისის „ლოკომოტივმა“ ისარგებლა, რომელმაც ლუკა კეკელიძისა (დუბლი) და ლაშა კოხრეიძის გოლებით „დინამო თბილისი 2“-ს 3:1 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე გადასვლისთვის „სპაერი“ და „რუსთავი“ იბრძვიან. მეორე-მესამე ადგილზე გასვლის შანსს კი რამდენიმე გუნდი ინარჩუნებს.

XXVII ტური

„გონიო“ – „სიონი“ 2:2

სპაერი“ ​- „იბერია 1999 2“ 1:1

„დინამო თბილისი 2“ – „ლოკომოტივი“ 1:3

„მერანი“ (მარტვილი) – „სამტრედია“ 1:1

„მეშახტე“ – „რუსთავი“ 1:3

სატურნირო მდგომარეობა:

 
1. სპაერი 27 15 10 2 45-21 55
2. რუსთავი 27 15 7 5 40-24 52
3. მერანი მრ 27 11 7 9 32-40 40
4. მეშახტე 27 8 11 8 25-19 35
5. ლოკომოტივი 27 8 11 8 38-37 35
6. იბერია 1999 2 27 8 10 9 33-32 34
7. სამტრედია 27 7 12 8 34-30 33
8. სიონი 27 7 11 9 31-35 32
9. გონიო 27 5 10 12 29-40 25
10. დინამო-2 თბ 27 2 9 16 28-57 15

მსგავსი