საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ორი ლეგიონერი დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
22 წლის თავდამსხმელი, ჟან ალმეიდა ქართულ გუნდს ფინური „ატლანტისიდან“ შეუერთდა, ხოლო 21 წლის შემტევი ნახევარმცველი პრინც ოსეი განაში ცნობილი საფეხბურთო აკადემიის (Soccer Bridge Academy) აღზრდილია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ „რუსთავი“ ვარლამ კილასონიამ, ლევან კუტალიამ, ლევან წოწონავამ, დავით სამურკასოვმა, რომან ჩაჩუამ და მამია გავაშელიშვილმა დატოვეს.
ეროვნული ლიგა 2-ში 16 ტურის შემდეგ რუსთაველები 25 ქულით მესამე ადგილზე არიან და ეროვნულ ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვიან.