ეროვნული ლიგა 2 | „რუსთავმა“ გათამაშების ლიდერს ტურის ცენტრალურ მატჩში სძლია #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში 34-ე ტურის მატჩები გაიმართა. თამაშები უხვგოლიანი გამოდგა – ოთხ შეხვედრაში ჯამში 17 გოლი გავიდა.
„სამტრედია“ 2:2 „დინამო-2 თბილისი“
„სამტრედია“ „დინამო-2 თბილისთან“ საშინაო შეხვედრას 88-ე წუთამდე აგებდა, თუმცა სერბი მცველის, ბრატისლავ ჯუკიჩის ზუსტი დარტყმით მატჩი გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, გუნდს გავარდნის ზონას მხოლოდ ოთხი ქულით აშორებს.
„იბერია 2“ 2:1 „მეშახტე“
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის სარეზერვო შემადგენლობამ ტყიბულის „მეშახტე“ დაამარცხა. თბილისელთა გამარჯვების გოლები გივი ხაჩიძემ (34) და საბა მურვანიძემ (89) გაიტანეს. სტუმართა რიგებში თავი ლაშა უგრეხელიძემ (85) გამოიჩინა. ამ წარმატებით „იბერია 2“-მა აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.
„სიონი“ 3:5 „ლოკომოტივი“
ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბოლნისის „თამაზ სტეფანია სტადიონზე“ გაიმართა. „სიონის“ ლიდერმა დათა სიჭინავამ დუბლი შეასრულა, თუმცა ორი პენალტი ვერ გამოიყენა. სტუმრებიდან ლაშა კოხრეიძემ პოკერი შეასრულა (8, 24, 33, 75), ხოლო ერთი გოლი ლუკა კეკელიძის ანგარიშზეა (68). ამ გამარჯვებით „ლოკომოტივმა“ აუტსაიდერთა ზონა დატოვა და ხუთეულში გადაინაცვლა.
„რუსთავი“ 2:0 „სპაერი“
ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი ცეცაძის გაწვრთნილმა „რუსთავმა“ ლიდერი დაამარცხა. ანგარიში კახაბერ კაკაშვილმა (62) გახსნა, საბოლოო შედეგი კი გილერმე სოუზამ დააფიქსირა (65). გამარჯვების შემდეგ „რუსთავს“ 43 ქულა აქვს და ლიდერ „სპაერთან“ (48) ჩამორჩენა შეამცირა.